ფიჭის ღეჭვის დროს დეზინფიცირდება პირის ღრუ და კბილები ნადებისგან სუფთავდება


👆ფიჭის თაფლის ღეჭვა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც პირის ღრუს ანთებითი პროცესები აწუხებს: კარიესი, ღრძილების ანთება, სტომატიტი. ფიჭის ღეჭვის დროს დეზინფიცირდება პირის ღრუ და კბილები ნადებისგან სუფთავდება.

კუჭისა და ნაწლავების გასასუფთავებლად, ასევე, გულმოდგინედ უნდა დაღეჭოთ ფიჭა, შემდეგ კი ფიჭის პატარა ბურთულებიც შეგიძლიათ გადაყლაპოთ. ფიჭა დადებითად მოქმედებს კუჭის სეკრეციულ და მამოძრავებელ ფუნქციაზე. გარდა ამისა აბალანსებს კუჭის სეკრეციის მჟავიანობას.

💡გაითვალისწინეთ: მიუხედავად სასიკეთო თვისებებისა, ბევრი თაფლის ჭამა არ შეიძლება. შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 1-3-ჯერ სუფთა სახით ან პურთან ერთად. 🍯