ცოტა რამ თაფლზე


💡გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფუტკრის თაფლი ისეთი კონცეტრირებული მაღალკალორიული პროდუქტია რომელიც შემადგენლობით სისხლის პლაზმას უახლოვდება.
💡თაფლიში შედის ორგანიზმისათვის საჭირო 70-ზე მეტი ნივთიერება, ამიტომ იგი არა მარტო საუკეთესო საკვებია, არამედ მნიშვნელოვანი ფარმკოლოგიური საშუალებაც.
💡ბერძნები ფუტკრის თაფლს მედიცინაში უძველესი დროიდან იყენებდნენ.
💡პითაგორა წერდა თაფლს აქვს მაღალი და მრავალნაირი სამკურნალო თვისებები.
💡 მედიცინის ფუძემდებელი ჰიპოკრატე თავის შრომებში მიუთითებს თაფლის კვებით და სამკურნალო თვისებებზე. იგი თაფლს იყენებდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
💡ვიტამინების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ თაფლი შეიცავს:B1, B2, B3, B5, B6, BC, E, C, K. ვიტამინებს და კაროტინს. მას შემდეგ რაც შეისწავლეს თაფლის ქიმიური შემადგენლობა, ბიოლოგიური, კვებითი და დიეტური თვისებები, მისი გამოყენების არე მეცნიერულად დასაბუთდა.🐝